
რიმა ბერაძე ბრიტანეთის მიერ პარტიებისთვის უცხოური შემოწირულებების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე: გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მივიღეთ რუსული კანონი, დღეს ისინი ახორციელებენ ამ კანონის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტია
გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მივიღეთ რუსული კანონი, დღეს ისინი ახორციელებენ ამ კანონის მიღებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ „სქაი ნიუსის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამ მიზნით პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობის შეზღუდვას გეგმავს.
რიმა ბერაძის თქმით, ეს ორმაგი სტანდარტია.
„როდესაც მთელი პერიოდის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით რუსები, მივიღეთ რუსული კანონი, სწორედ დღეს ისინი ახორციელებენ ამ კანონის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ არავითარ შემთხვევაში თავიანთ ქვეყანაში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ჩვენ ხშირად გვიქადაგებდნენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის უფლებაც მათ არ გააჩნდათ“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge