
გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის მიერ პარტიებისთვის უცხოური შემოწირულებების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე: იზიარებს შეშფოთებას, რაც გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას
ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „სქაი ნიუსის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამ მიზნით პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობის შეზღუდვას გეგმავს.
ვოლსკის თქმით, საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ სამართლიანობას. საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ. საქართველო უნდა იყოს დაზიანებული, საქართველოში უნდა მიმდინარეობდეს რევოლუციური პროცესები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge