
19 წლის კიმი ანტონელიმ ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და ფორმულა 1-ის ისტორიაში ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა
იმედი|imedinews.ge
ფორმულა 1-ის მესამე ეტაპი - იაპონიის გრან-პრი „მერსედესის“ მრბოლელის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. მის კარიერაში ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.
ამგვარად, 19 წლის ანტონელი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი გახდა, რომელიც ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა.
მეორე ადგილი რბოლაში „მაკლარენის“ პილოტმა, ოსკარ პიასტრიმ დაიკავა, მესამე კი „ფერარის“ წარმომადგენელმა ჩარლზ ლეკლერმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge