
რატი იონათამიშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე: ეს ხალხი პირდაპირ ითხოვდა საქართველოს ნეპალიზაციას - მათ რომ ძალაუფლება ჰქონოდათ, ხომ კარგად ვიცით, რომ ისინი საქართველოში ნეპალზე უარეს სისხლისღვრასაც მოახდენდნენ
პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს ნეპალიზაციას, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის შესახებ.
იგი გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ ბრალი რომელიც პაატა მაჯგალაძეს აქვს წარდგენილი, მტკიცებულებებს არ ემყარება.
იონათამიშვილის თქმით, ამ პროცესის მონაწილეებს რომ ძალაუფლება ჰქონოდათ, საქართველოში ნეპალზე უარეს სისხლისღვრასაც მოახდენდნენ.
„ეს ხალხი პირდაპირ ითხოვდა საქართველოს ნეპალიზაციას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ნეპალის მოვლენების დროს ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ ხალხს ძალადობისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ და მას შემდეგ, როდესაც ქართველ ხალხთან და საზოგადოებასთან დამარცხდნენ, ახლა ეს ტირილი და გოდება მათი მხრიდან კიდევ უფრო ამაზრზენია და მხოლოდ მათ ამორალურ ბუნებას უსვამს ხაზს. მათ რომ ძალაუფლება ჰქონოდათ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ისინი საქართველოში ნეპალზე უარეს სისხლისღვრასაც მოახდენდნენ და მოაწერდნენ ხელს“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge