მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: ადრე თუ გვიან, ევროკავშირს მოუწევს შეარბილოს თავისი ტონის საქართველოს მიმართ
ზვიად შალამბერიძე: ადრე თუ გვიან, ევროკავშირს მოუწევს შეარბილოს თავისი ტონის საქართველოს მიმართ

ზვიად შალამბერიძე: ადრე თუ გვიან, ევროკავშირს მოუწევს შეარბილოს თავისი ტონის საქართველოს მიმართ

იმედი|imedinews.ge

ადრე თუ გვიან, ევროკავშირს მოუწევს შეარბილოს თავისი ტონის საქართველოს მიმართ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში".

მისი თქმით, ისევე როგორც ამერიკამ დაინახა, რომ საქართველოში რეალობა აბსოლუტურად განსხვავება იმისგან, რასაც ელჩები თუ სხვა ნებისმიერი წყარო ჰყვება, ასევე დაინახავს ამას ევროკავშირიც.

„ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროპის აბსოლუტურად სხვადასხვა პოზიცია ერთსა და იმავე საკითხზე. ეს უფრო და უფრო მკვეთრი ხდება. ისინი არ ერიდებიან არც ერთმანეთის კრიტიკას, როგორც აშშ ევროკავშირის, ისე პირიქით. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს-ხვალ ევროკავშირის საქართველოს მიმართ რიტორიკა შეიცვლება, ვინაიდან აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, მაგრამ ადრე თუ გვიან, ევროკავშირს მოუწევს შეარბილოს თავისი ტონი საქართველოს მიმართ.

ამერიკამ დაინახა, რომ რეალური სურათი არის აბსოლუტურად განსხვავებული ვიდრე, ის ინფორმაცია, რომელიც ნებისმიერ ელჩს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ სხვას გააქვს ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გარეთ და აშშ-თვის ნათელი გახდა, რომ ის გარკვეულწილად სიმართლეს არ შეესაბამებოდა. დარწმუნებული ვარ, მსგავსად, ან ევროკავშირის დღევანდელ ლიდერებსაც, რომლებსაც ფართოდ აქვთ თვალები დახუჭული, ადრე თუ გვიან აეხილებათ, ან მათ შემდგომ ხელმძღვანელობას და სწორად შეაფასებენ საქართველოს სვლას მშვიდობისკენ და იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ინტერესი და არა გარე ძალების ჩართულობა და მართვა ჩვენი ქვეყნის",- აღნიშნა შალამბერიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება

რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება

იმედი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

იმედი

რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება

რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება

იმედი

რუბიო: აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია

რუბიო: აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია

იმედი