დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი, თუმცა რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც

დიმიტრი ხუნდაძე: ბაჩო ახალაიას ქმედება არ არის ახალი, თუმცა რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც

იმედი|imedinews.ge

ბაჩო ახალაიასთვის ბრალის დამძიმების ფაქტს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა და ყოველთვის სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

„ეს ქმედება ახალი არ არის. პირველად არ ვხედავთ მის მსგავს დესტრუქციულ საქმიანობასა და მოწოდებებს რევოლუციისა და დამხობისაკენ, თუმცა, რამდენჯერაც სხვას მოუმზადა ორმო, იმდენჯერ თავად ჩავარდა. ასე იქნება ახლაც.

რამდენჯერაც ვინმე განიზრახავს ხელისუფლების დამხობას, კანონი მყისიერად იმოქმედებს და ის ყოველთვის აღმოჩნდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია