
რატი იონათამიშვილი: მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას
მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის თქმით, ამიტომ, როდესაც საუბარია დანაშაულზე, უნდა ისაუბრონ დანაშაულზე და არა იმაზე, ვინ იყო მრავალშვილიანი, ან რა საჭიროება შეიძლება გააჩნდეს.
„რაც შეეხება მორალურ სარჩულში გახვევას კონკრეტული დანაშაულებისა, ჩემს თავზე მოვიყვან მაგალითს, მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დანაშაულზე, უნდა ვისაუბროთ დანაშაულზე და არა იმაზე, ვინ იყო მრავალშვილიანი, ან რა საჭიროება შეიძლება გააჩნდეს, ამაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.
მერსო გაასამართლეს არა იმ დანაშაულის ჩადენის გამო, არამედ საზოგადოებრივი კლიშეებისა და სტიგმის გამო“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge