მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან აბაშიძე: როდესაც შესაბამისი კანონები გააუქმეს, დასავლეთი მეორე უკიდურესობაში გადავიდა, როცა შეიძლება, ბავშვმა თვითონ შეიცვალოს სქესი, ეს ნამდვილად გადახრაა. ამას მხოლოდ მე და თქვენ კი არ ვამბობთ, არამედ ამერიკის ადმინისტრაციაც
ლევან აბაშიძე: როდესაც შესაბამისი კანონები გააუქმეს, დასავლეთი მეორე უკიდურესობაში გადავიდა, როცა შეიძლება, ბავშვმა თვითონ შეიცვალოს სქესი, ეს ნამდვილად გადახრაა. ამას მხოლოდ მე და თქვენ კი არ ვამბობთ, არამედ ამერიკის ადმინისტრაციაც

იმედი|imedinews.ge

საერთო ჯამში ეს კანონი [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] იმდენად ხისტია, რომ ფაქტობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს. განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” თეოლოგმა და ფიზიკოსმა ლევან აბაშიძემ.

მისივე თქმით, კანონით მორალს ვერ გააკონტროლებ.

“დასავლეთი მივიდა იმ დასკვნამდე რომ არ შეიძლება ამ ხალხის (ლგბტ) დასჯა. როდესაც შესაბამისი კანონები გააუქმეს დასავლეთი მეორე უკიდურესობაში გადავიდა, როცა შეიძლება, რომ ბავშვმა თვითონ შეიცვალოს სქესი, ეს ნამდვილად გადახრაა. ამას მხოლოდ მე კი არ ვამბობ და თქვენ (“ქართული ოცნება”) კი არ ამბობთ, ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საღ აზრსო”, - განაცხადა აბაშიძემ.

თეოლოგს მიაჩნია, რომ კანონი საჭიროა საზოგადოების უკიდურესი გადახრებისგან დასაცავად, თუმცა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სხვა უკიდურესობისკენ გადახრაც არის.

“მე მაგალითს მოვიყვან, რაზეც კანონი უბრალოდ დუმს, საერთოდ არაფერს ამბობს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. არსებობს ასეთი ცნება, რასაც ჰქვია ინტერსექსი, არსებობს დარღვევა, როდესაც ადამიანი იბადება და ის არც მთალად კაცია და არც ქალია, დარღვევაა ხალხო გაიგეთ, ორმოცამდე დარღვეაა ასეთი. თქვენ, რომ წერთ კანონში, რომ ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობით სქესის ადამიანი, რას ეუბნებით თქვენ ამ ადამიანებს ? ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება”, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა აქციას - ,,დედამიწის საათი“

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა აქციას - ,,დედამიწის საათი“

იმედი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

იმედი

რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

იმედი

ზურაბ აბაშიძე: მუნიციპალიტეტებში იქმნება რეალურად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შედეგებს ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ

ზურაბ აბაშიძე: მუნიციპალიტეტებში იქმნება რეალურად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შედეგებს ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ

იმედი