მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო
რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

იმედი|imedinews.ge

უკვე 2 წელია, რაც ეს კანონი [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] მივიღეთ და ის სტერეოტიპი, რომ ეს კანონი თითქოს ვინმეს დასჯაზეა, ვინმეს უფლების შეზღუდვაზეა ეს არის მტკნარი სიცრუე. ამ 2 წლის მანძილზე ერთ ადამიანს ვერ დამისახელებთ ვისი უფლებაც შელახულა, ვისაც გაუსაჩივრებია, მაგრამ პრევენციის მიმართულებით ამ კანონმა უკვე ეფექტური შედეგები გამოიღო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემა საფრთხის შემცველი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს საკმაოდ აქტუალური პრობლემა, რომელსაც არ აქვს სპონტანური ხასიათი, აქვს კარგად დაგეგმილი, მომზადებული, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი სტრატეგიები და განსაკუთრებით ასეთი სტრატეგიები არის საფრთხის შემცველი ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, მაშინ მგონი თქვენც [არჩილ გამზარდია] უნდა შეიცვალოთ ამასთან დაკავშირებით შეხედულება“, - მიმართა რატი იონათამიშვილმა არჩილ გამზარდიას.

იონათამიშვილის განცხადებით, თუ დღეს დედა და მამა უხერხულ ტერმინებად გამოცხადდა, ხვალ დისკრიმინაციულ ტერმინებად გამოცხადდება.

„10 წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო ვინმე თუ ილაპარაკებდა იმაზე, რომ ქალთა სპორტში მამაკაცები გამოვიდოდნენ და ამას ვინმე დააკანონებდა. დღეს ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. დღეს ვხედავთ, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ტრანსგენდერები გამოდიან და ამაზე დისკუსია არის გაშლილი. ვერავინ წარმოიდგენდა თუ სიტყვების მშობელი ერთის და მშობელი ორის დაკანონება მოხდებოდა სხვადასხვა აპლიკაციებში. ეს არის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის რეგისტრაციის ფორმა, ასეთი ფორმები არსებობს აშშ-ს სხვადასხვა შტატში, კანადაში, სკანდინავიის ქვეყნებში, საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, სადაც დედის და მამის მითითება არ ხდება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2024 წელს ენტონი ბლინკენმა თავისი თანამშრომლებისთვის გამოსცა შიდა განაწესი, სადაც ქალი და კაცი, ასეთი სიტყვები უხერხულ ტერმინებად გამოაცხადა და მათ ე.წ ნეიტრალური ტერმინების გამოყენების არათუ რეკომენდაცია დავალება მისცა. აქ ძალიან საინტერესო ის არის, რომ დღეს უხერხულ ტერმინებად გამოცხადდა დედა და მამა, ხვალ დისკრიმინაციულ ტერმინებად გამოცხადდება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იონათამიშვილი: აშშ-ის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდაც, ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა აქციას - „დედამიწის საათი“

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა აქციას - „დედამიწის საათი“

იმედი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

იმედი

იონათამიშვილი: რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი მივიღეთ, არ განელებულა მოთხოვნები ცალკეული ევრობიუროკრატების მხრიდან კანონის გაუქმების და ამას აბამენ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც ამაზე საერთოდ არ არის საუბარი