არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს

არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს

იმედი|imedinews.ge

ერთი საკითხიც კი არ იყო, რომელიც შესაძლებელია, რაიმე შემხებლობაში მაინც ყოფილიყო დღევანდელი დებატების საკითხთან, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის არჩილ გამზარდიას სიტყვით გამოსვლა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. კერძოდ, გამზარდიამ ღირებულებებზე საუბრისას მზია ამაღლობელისა და ელენე ხოშტარიას საქმეებზე, ასევე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებზე დასვა კითხვები.

გორდულაძის თქმით, თითოეული საკითხი, რაზეც გამზარდიამ ისაუბრა, იყო სიცრუე, დემაგოგია ან დეზინფორმაციის გავრცელება.

„პირველი - „ოთხი შვილი დატოვეთ დედის გარეშე“- ო. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ ეთერში კონკრეტული ქალბატონი საერთოდ არ ფიქრობდა საკუთარ 4 შვილზე, როდესაც დემონსტრაციულად აზიანებდა სხვის საკუთრებას, ამას წარმოადგენდა როგორც პოლიტიკურ აქტს და თუ ეს ყველაფერი არ იქნებოდა პასუხგაცემული, მაშინ ვიღებთ ასეთ მოცემულობას, რომ დანაშაული შეიძლება ჩაიდინო საჯაროდ და პასუხი არ მოგეთხოვოს.

ზუსტად იგივე მოცემულობა, როდესაც ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ ის ქმედება ჩაიდინა, რომელშიც სასამართლომაც დაინახა, რომ არის დანაშაული, ერთი წლით ადრე, „ქართული ოცნების“ ბანერები მიზანმიმართულად დააზიანეს, გაანადგურეს, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებათა არქონის გამო ბოლომდე ვერ მივიდა. როდესაც დანაშაული არ გახდა დასჯადი, შემდეგ ვნახეთ, რომ თითქოს ეს ყველაფერი დასაშვებია, თითქოს მისაღებია.

მას ჰქონდა შესაძლებლობა, გადაეხადა 5 ათასს ლარიანი გირაო ან შემდეგ უბრალოდ ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული.

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი [მზია ამაღლობელი], ეს თუ გმირობაა, მაშინ გამეცით პასუხი [მიმართავს არჩილ გამზარდიას], რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია