არჩილ გორდულაძე ოპონენტს: თქვენ ბრძანებდით, რომ გაჩნდა ადამიანების არმია, რომლებიც ქვეყნიდან პოლიტიკური მიზეზიდან გამომდინარე გარბიანო. თუ არმიაში, მაგალითად გიორგი გახარიას გულისხმობთ, რომელიც სხვა ქვეყნის სტიპენდიატი გახდა, კი ბატონო

იმედი|imedinews.ge

„თქვენ ბრძანებდით, რომ ადამიანების არმია გაჩნდა, რომლებიც ქვეყნიდან პოლიტიკური მიზეზიდან გამომდინარე გარბიანო. თქვენ თუ არმიაში, მაგალითად გიორგი გახარიას გულისხმობთ, რომელიც სხვა ქვეყნის სტიპენდიატი გახდა, კი ბატონო, ერთკაციანი არმია შეიძლება იყოს“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტის პასუხად.

გორდულაძის თქმითვე, ამავდროულად, ძალიან კარგია, რომ დაფიქსირდა მაგალითად ის, რომ გაცილებით უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ბრუნდება ქვეყანაში, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.

„და რისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, იმ მშვიდობიანი პოლიტიკის, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს. ჩვენ რომ არ ვიყოთ, ახლა აქ კი არ ვისხდებოდით და ოჯახურ ღირებულებებზე კი არ ვისაუბრებდით, ვიქნებოდით სადმე სანგარში და ვიქნებოდით მოწადინებული როგორმე გადაგვერჩინა ჩვენს სანგარში გვერდით მყოფი ადამიანი, ან ჩვენი ოჯახის წევრები და ქვეყანა. ზოგიერთი, უბრალოდ გაიქცეოდა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია