
რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან
ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან და დაიცვას არასრულწლოვნები, ვინაიდან ბავშვები ჩვენი ცხოვრების მთავარი მოქმედი პირები არიან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, როცა ხელისუფლება საუბრობს ოჯახურ ღირებულებებზე, ეს არ არის აბსტრაქტული მცნება, ეს არის ძალიან კონკრეტული და ტრადიციციული ფასეულობები.
“ეს კანონი შედგებოდა ორი მნიშვნელოვანი საკითხისგან, ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვა და არასრულწლოვანთა დაცვა. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან და დაიცვას არასრულწლოვნები, ვინაიდან ბავშვები ჩვენი ცხოვრების მთავარი მოქმედი პირები არიან. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, ეს არ არის აბსტრაქტული მცნება, ეს არის ძალიან კონკრეტული და ტრადიციციული ფასეულობები, რომლებიც შემდგომ ზნეობრივ პრინციპებში გარდაიქმნება - სიყვარული, პატივისცემა, პასუხიმგებლობა, ნდობა, ზრუნვა, ერთგულება, თანადგომა, თანასწორობა და ტრადიციები.
იმ გარემოში, სადაც ოჯახური ღირებულებები არის დანერგილი, ბავშვის ჰარმონიული განვითარება ხდება. სამწუხაროდ, არის იდეოლოგიური პროპაგანდის ინსტრუმენტები, რომლებიც ოჯახური ღირებულებების საკითხებს უპირისპირდება. მაგალითად, ოჯახის ერთ-ერთი ფუნდამენტი არის მეხუთე მცნება, სადაც წერია, რომ პატივი ეც მამასა შენსა და დედა შენსა, მაშინ როდესაც ლგბტ პროპაგანდა გეუბნება, რომ „მამა“ და „დედა“ არის უხერხული ტერმინები, რომლის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ და უნდა ვიხმაროთ „მშობელი ერთი“ და „მშობელი ორი“. ამიტომ ჩვენ ჯერ ამ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა მიგვაჩნია უფრო სწორად, ვიხმაროთ მცნებები „მამა“ და „დედა“, თუ „მშობელი ერთი“ და „მშობელი ორი“. როდესაც ამ კანონის მიღების დროს ვამბობდით, რომ ეს იყო ღირებულებითი არჩევანი, ჩვენ ვამბობდით ზუსტად იმიტომ, რომ ამ კანონის მიღებით ვნახეთ ვინ დადგა ტრადიციული, ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების მხარეს და ვინ დადგა „მშობელი ერთის და მშობელი ორის“ მხარეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge