
გიორგი კახიანი: ვერ მიაღწევენ იმას, რომ განხეთქილება შემოიტანონ ეკლესიაში, ჩვენს საზოგადოებაში იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან მყარად მხარს უჭერს იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი
ვერ მიაღწევენ იმას, რომ განხეთქილება შემოიტანონ ეკლესიაში, ჩვენს საზოგადოებაში იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან მყარად მხარს უჭერს იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.
„ამ ყველაფრის მიზანი არის ერთი რამ, რომ რამენაირად განხეთქილება შემოიტანონ ეკლესიაში, ჩვენს საზოგადოებაში მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ახლო მომავალში წმინდა სინოდი ახალ პატრიარქს აირჩევს. ამ ფონზე ეს ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერდება მათი მხრიდან. ძლიერდება ეს თავდასხმები ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, თუმცა, მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეტევები არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება მათთვის იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო დღეებმაც დაგვანახა, რომ საზოგადოება არის ერთსულოვანი. ისინი ვერანაირად მიაღწევენ იმას, რომ განხეთქილება შემოიტანონ ეკლესიაში, ჩვენს საზოგადოებაში იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან მყარად მხარს უჭერს იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა კახიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge