
მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რამდენიმე მალაიზიურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტის გადასვლის ნებართვა მიიღო
იმედი|imedinews.ge
მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჰასანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ადრე ჩარჩენილ რამდენიმე მალაიზიურ ნავთობტანკერს გადასვლის ნებართვა მიეცა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებართვის მიღების მიუხედავად, დაძაბული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით გემები შესაბამის სატრანზიტო ვადებს უნდა დაელოდონ.
ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაერომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც საზღვაო კრიზისის, ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და სასოფლო-სამეურნეო მარაგებზე ზემოქმედების შემსუბუქებისთვის კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge