
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა
იმედი|imedinews.ge
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა.
პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სტრატეგია გააცნეს, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნეიტრალური სტატუსი უალტერნატივოა ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ლიდერებმა ქუთაისის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქუთაისი, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობაში, ამიტომ, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge