პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება

იმედი|imedinews.ge

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. ინიციატივაზე დეპუტატები მეორე მოსმენით, მუხლობრივად დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. პროექტის ინიციატორთა განმარტებით, გარე ძალებთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანი აღრიცხვისა და მონიტორინგისთვის მიზანშეწონილია ერთ სფეროსთან დაკავშირებული საჯარო მმართველობითი ფუნქციები ერთმა კონკრეტულმა კონსტიტუციურმა ორგანომ განახორციელოს. სწორედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურია ის, ვინც გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს, ასევე ამერიკული FARA-ს ზუსტი ქართული ანალოგით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია