დავით მათიკაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურდა, რომ ის ღვარძლი და სიძულვილი საკუთარი ერის მიმართ, რაც თემურ ალასანიამ გამოთქვა, მაშინ იყო სრულიად ნამდვილი სიტყვები

დავით მათიკაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურდა, რომ ის ღვარძლი და სიძულვილი საკუთარი ერის მიმართ, რაც თემურ ალასანიამ გამოთქვა, მაშინ იყო სრულიად ნამდვილი სიტყვები

იმედი|imedinews.ge

დღეს კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურდა, რომ ის ღვარძლი და სიძულვილი საკუთარი ერის მიმართ, რაც თემურ ალასანიამ გამოთქვა, მაშინ იყო სრულიად ნამდვილი სიტყვები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა თემურ ალასანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ალასანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ზღვარგადასული სიძულვილი, რაც აშკარად ჩანდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.

„მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ზღვარგადასული სიძულვილი, რაც აშკარად ჩანდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, სამწუხაროდ, ეს საერთო ოჯახური დამოკიდებულება ჰქონიათ თავისი ერის მიმართ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

თემურ ალასანია ქართველ ხალხს ისევ შეურაცხყოფას აყენებს. მიხეილ სააკაშვილის ბიძამ წლების წინ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა ფაქტობრივად დაადასტურა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია