თორნიკე ჭეიშვილი: თითოეული ეს კანონი ორიენტირებულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი ერთი მხრივ გამჭვირვალობა, მეორე მხრივ კი სახელმწიფო სუვერენიტეტი იყოს დაცული

თორნიკე ჭეიშვილი: თითოეული ეს კანონი ორიენტირებულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი ერთი მხრივ გამჭვირვალობა, მეორე მხრივ კი სახელმწიფო სუვერენიტეტი იყოს დაცული

იმედი|imedinews.ge

იურიდიულმა კომიტეტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. პროექტით, გარე ძალების გამოვლენისა და მათთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანად აღრიცხვისა და მონიტორინგისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, იუსტიციის სამინისტროდან აუდიტის სამსახურში გადადის.

„როგორც უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით, ისე და გრანტების შესახებ კანონმდებლობით, სათანადო უფლებების განხორციელება არის დაკისრებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე. ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იყოს განხორციელებული, ნაცვლად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსი. თითოეული ეს კანონი, საკანონმდებლო გარანტია, რა თქმა უნდა, ორიენტირებულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი ერთი მხრივ გამჭვირვალობა, მეორე მხრივ სახელმწიფო სუვერენიტეტი იყოს დაცული და ჩვენ გამოვრიცხოთ არასასურველი გარე ჩარევები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია