
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე: საზოგადოება გაცილებით უკეთ არის ინფორმირებული, ვიდრე ადამიანები, ვინც გარედან მიღებულ შეკვეთებზე მუშაობენ
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, ოპოზიციას ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის გამაერთიანებელი თარიღის დაპირისპირების დღედ გადაქცევა სურს.
„აქციის მოსამზადებლად საჭიროა გარკვეული დაპირისპირების, ჯახის შექმნა, რამაც უნდა განაპირობოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღელვება ან გაღიზიანება. ამ გაღიზიანების ატმოსფეროს შექმნაზე მუშაობენ, რასაც ვერ მიაღწიეს ამ წლების განმავლობაში. ვერც მიაღწევენ, იმიტომ რომ საზოგადოება გაცილებით უკეთ არის ინფორმირებული და უკეთ აკეთებს ანალიზს, ვიდრე ადამიანები, ვინც გარედან მიღებულ შეკვეთებზე მუშაობენ. გარედან მიღებული შეკვეთები არაკომპეტენტურია ხშირ შემთხვევაში. ვერ ერკვევიან, საქართველოში რა ხდება. მარტა კოსმა არ იცის, რას წარმოადგენს საქართველოს, ქართველების დამოკიდებულება საკითხების მიმართ.
თარიღები, რომლებიც ჩვენი გაგებით გამაერთიანებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ისევე როგორც საეკლესიო დღესასწაულები, მათთვის კარგი ასპარეზია იმისთვის, რომ დაპირისპირება იყოს უფრო სკანდალური, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. სწორედ აქედან გამომდინარეა შერჩეული 26 მაისი, მხოლოდ ის უნდათ, რომ მავნებლობის ხარისხი მეტი იყოს“, - მიიჩნევს ვოლსკი.
იმედი
წყარო: imedinews.ge