მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე: თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არაა უმნიშვნელო მოვლენა - ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიქმება როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური საკითხების განხილვაში
დავით ჩიხელიძე: თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არაა უმნიშვნელო მოვლენა - ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიქმება როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური საკითხების განხილვაში

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით და უმნიშვნელო მოვლენას. ეს იყო პოლიტიკურად დატვირთული და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ასახავს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს მზარდ როლს გლობალურ პროცესებში, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისივე თქმით, სამიტში მონაწილეობა, რომელიც მელანია ტრამპის მიერ იყო ორგანიზებული, თავისთავად მიუთითებს საქართველოს მიმართ ინტერესსა და ყურადღებაზე.

„საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით და უმნიშვნელო მოვლენას. ეს იყო პოლიტიკურად დატვირთული და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ასახავს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს მზარდ როლს გლობალურ პროცესებში.

სამიტში მონაწილეობა, რომელიც მელანია ტრამპის მიერ იყო ორგანიზებული, თავისთავად მიუთითებს საქართველოს მიმართ ინტერესსა და ყურადღებაზე. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები არ შემოიფარგლება მხოლოდ პროტოკოლით, ისინი ქმნიან სივრცეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნები არა მხოლოდ აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, არამედ აყალიბებენ საერთო ხედვებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიქმება როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური საკითხების განხილვაში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ლედიმ სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს, მისი გამოსვლა გამოირჩეოდა სიღრმით, სიბრძნითა და მკაფიო ეროვნული აქცენტებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას, ღირებულებებსა და იმ გზას, რომელსაც ქვეყანა თანამედროვე გამოწვევების პირობებში გადის. ამასთანავე, აქცენტი გაკეთდა ბავშვთა კეთილდღეობაზე, ციფრული ეპოქის რისკებსა და შესაძლებლობებზე, მისი გზავნილები არ იყო მხოლოდ ფორმალური, არამედ ისინი ასახავდნენ როგორც პირად, ისე სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოსვლები არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს, არამედ აყალიბებს რბილ ძალას, რაც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთ ფორმატებში ყალიბდება ნდობა, თანამშრომლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა.

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობებიც ვიხილეთ, რაც უსამშობლოთა მხრიდან ლოგიკური და ადვილად პროგნოზირებადი იყო, მათი მცდელობა მცდელობავე დარჩა, რადგან პირველი ლედის ვიზიტს რამდენიმე აკაცუკის არამართებული პოზიცია ვერ დააკნინებს!

თამარ ბაგრატიონი ღირსეულად წარსდგა და ღირსეულად წარმოადგინა საქართველო „ერთად უკეთესი მომავლისთვის" გლობალურ სამიტზე, რომელიც მელანია ტრამპი ინიციატივით გაიმართა. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო არა მხოლოდ მონაწილეობს საერთაშორისო პროცესებში, არამედ მათი ფორმირების აქტიური მონაწილეა", - წერს დავით ჩიხელიძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

კაია კალასმა არ იცის, როდის გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტსა და როდის მიიღებს სანქციების მე-20 პაკეტს

კაია კალასმა არ იცის, როდის გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტსა და როდის მიიღებს სანქციების მე-20 პაკეტს

იმედი

გეკა გელაძემ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი

მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას

მაჭარაშვილი: 17-22 მარტის მოვლენებმა პასუხი გასცა ყველა უსამართლო რეზოლუციას და თქვა, რომ ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას

იმედი