მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს
დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. სხდომაზე იხილებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

ხუნდაძემ წარმოადგინა ცვლილებების რამდენიმე ალტერნატიული ვერსია და თქვა, რომ კანონპროექტი მხოლოდ თბილისზეა გათვლილი, ვერ გამოიღებს პოზიტიურ შედეგებს და „ხალხის ძალა“ მას მხარს ვერ დაუჭერს:

„ამ კანონის მთავარი შეცდომა ისაა, რომ დაიწერა მხოლოდ თბილისის გადმოსახედიდან, მაგრამ არსებობს დანარჩენი საქართველო და დაბალი/საშუალო შემოსავლის მოქალაქეები. ვფიქრობ, მივიღებთ მეტად დაძველებულ ავტოპარკს. შესაძლოა, უფრო დაბინძურდეს გარემო და მძიმე ტვირთი დააწვეთ საშუალო/დაბალი შემოსავლის მოქალაქეებს“, - განაცხადა დეპუტატმა.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ არსებულ კითხვებზე, „ხალხის ძალამ“ ვერ მიიღო ამომწურავი პასუხები.

„კიდევ ერთხელ მიწევს ამ კანონპროექტის განხილვა, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ იქნებ ეს დროც სარგებლიანად გამოვიყენოთ და რაიმე კომპრომისი იქნას მიღწეული. ბევრს არ ვისაუბრებ ამაზე, თუმცა მინდა წარმოგიდგინოთ მრავალფეროვანი შემოთავაზებები. „ხალხის ძალა“ ვემხრობით სახდელების მრავალფეროვან დიფერენცირებულ ვარიაციებს ავტომობილის ასაკთან და კუბატურასთან მიმართებით. ვფიქრობთ, ეს კარგი საშუალებაა იმისა, რომ შედეგზე უკეთ გავიდეთ. ამგვარად, არ დავაზიანებთ არც სექტორს, არც საბიუჯეტო შემოსავლებს და, რაც მთავარია, არც საშუალო და დაბალი შემოსავლის მოქალაქეებს. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებები მათთვის მძიმე ტვირთი იქნება. ასევე შეგვიძლია, კომპრომისული ვარიანტი იყოს ასაკისა და ეკოსტანდარტის მიხედვით დიფერენცირებული სახდელები. ბოლო და ბოლოს შესაძლებელია ან ძრავის კუბატურის მიხედვით კომპრომისული საერთო შეთანხმების მიღწევა. ან შეიძლება ახალი გაზრდილი სახდელების დაწესება, რაც ამკრძალავი სახდელია, არა 6 წლის ზევით, არამედ 8 წლის ზევით ავტომობილებისთვის. მართალია, ერთ კომპრომისზე წახვედით, რაცაა აკრძალვის გაუქმება, ამისთვის მადლობაც გადავიხადე. თუმცა, ან ნაბიჯს ფასს უკარგავს სწორედ ის მაღალი სახდელი, რაც აკრძალვის ტოლფასია. ამიტომ, გამოვიყენოთ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა კომპრომისების საპოვნელად. ჩვენ შემოთავაზების მრავალფეროვნება გვაქვს და შეგვიძლია ამის მიღმა კიდევ სხვა კომპრომისებზეც საუბარი. მთავარია, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ამ კანონის მთავარი შეცდომა ისაა, რომ დაიწერა მხოლოდ თბილისის გადმოსახედიდან, მაგრამ არსებობს დანარჩენი საქართველო და დაბალი და საშუალო შემოსავლის მოქალაქეები. როცა პირველად ვიხილავდით კანონპროექტს, ვთქვი, რომ ის მთავარ მიზანს ვერ მოემსახურება. ბედნიერი ვიქნები, თუ ეკოლოგია გაუმჯობესდება და განახლდება ავტოპარკი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მივიღებთ საპირისპიროს - მეტად დაძველებულ ავტოპარკს. შესაძლოა, უფრო დაბინძურდეს გარემო და მძიმე ტვირთი დააწვეთ საშუალო და დაბალი შემოსავლის მოქალაქეებს. ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს

ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს

იმედი

ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

იმედი

ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

იმედი

ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა

ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა

იმედი