მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჩაკვეტაძე: მივესალმებით იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება
გიორგი ჩაკვეტაძე: მივესალმებით იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება

გიორგი ჩაკვეტაძე: მივესალმებით იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება

იმედი|imedinews.ge

„მივესალმებით იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს.

როგორც მან აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კონსულტაციები ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შემოტანილი კანონპროექტი გულისხმობს, ერთჯერადად, გამონაკლისის სახით, პირველ კლასში რეგისტრაციის შესაძლებლობას იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წელი შეუსრულდებათ.

„ის, რომ პარლამენტში წარმოდგენილი კომპრომისული ვერსი არის შეჯერებული, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მისასალმებელია. საუბარია 16 000 ბავშვზე. წინა წლების პრაქტიკას თუკი გავითვალისწინებთ, ალბათ ამ კონტიგენტიდან პირველ კლასში რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმართვიანობა 8 ათასამდე იქნება. ასე რომ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.

მინდა მივმართო თითოეულ ამ ბავშვს, მათ ოჯახებს - მათ ექნებათ სრული საშუალება, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირდნენ პირველ კლასში და მიიღონ ხარისხიანი განათლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული და განათლების თითოეული საფეხური ამ ქვეყანაში იყოს მოწესრიგებული და განვითარებული.

განათლების რეფორმის თითოეული ნაწილი იმას ემსახურება, რომ როგორც სასკოლო განათლება, ისე საუნივერსიტეტო განათლება გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, ინტეგრირდეს საერთაშორისო პლატფორმებზე და თითოეულ ახალგაზრდას, მოსწავლეს სრული შესაძლებლობა ჰქონდეს, ხარისხიანი განათლება საქართველოში მიიღოს და არ სჭირდებოდეს საქართველოს ფარგლების დატოვება. ასევე არაერთი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, რომ ინტეგრირდნენ პროფესიულად ბაზარზე, შრომის ბაზარზე, რომელიც მათ განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ჩაკვეტაძე აღნიშნულ კანონპროექტზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის გამოსვლას გამოეხმაურა.

„არ შეიძლება არ გამოვეხმაუროთ იმ დემაგოგიას, რომელიც იკადრა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა. ეს ქალბატონი კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ მხარს უჭერს ამ კანონპროექტს. თუმცა, ახლა გამოვიდა და ჭკუას გვასწავლის იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ხორციელდებოდეს განათლების რეფორმა, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა და ეს იმ ადამიანის გუნდის წარმომადგენელია, რომელმაც ერთი ხელის მოსმით, მაგალითად, განათლების სისტემაში, გააუქმა პოლიციის აკადემია, მას ჩამოართვა და წაართვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ახლა გამოდიან და აქეთ გვმოძღვრავენ როგორ უნდა ხორციელდებოდეს რეფორმის თითოეული ნაწილი, როგორ უნდა ხორციელდებოდეს ის საკითხები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი

საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

იმედი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება

იმედი

საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

იმედი