ჟაკ ბო: ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას. სანქცია გარკვეულწილად დემოკრატიას ასუსტებს, რადგან აფერხებს აზრთა მრავალფეროვნებას. დემოკრატია უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რომ გაუძლოს განსხვავებულ აზრებს

ჟაკ ბო: ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას. სანქცია გარკვეულწილად დემოკრატიას ასუსტებს, რადგან აფერხებს აზრთა მრავალფეროვნებას. დემოკრატია უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რომ გაუძლოს განსხვავებულ აზრებს

იმედი|imedinews.ge

ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას. სანქცია გარკვეულწილად დემოკრატიას ასუსტებს, რადგან აფერხებს აზრთა მრავალფეროვნებას, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დემოკრატია უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რომ გაუძლოს განსხვავებულ აზრებს.

„თუ გჯერათ დემოკრატიის, რატომ უნდა შეაჩეროთ ვინმე, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი? თუ თქვენ გაქვთ სწორი არგუმენტი, რატომ უნდა გეშინოდეთ დებატის, განსხვავებულ აზრებთან კონფრონტაციის მედიასივრცეში? მე მაგალითად, არასოდეს შევწყვეტ დებატს მაგალითად, უკრაინის ომზე რადგან დარწმუნებული ვარ, მაქვს მყარი ცოდნა და არ მაქვს პრობლემა, ჩემი ცოდნა შევედარო სხვის აზრებს. მედიის სანქცირება ყოველთვის სისუსტის დასტურია, სწორედ ასეა დიქტატურის დროს. სწორედ ეს იყო საბჭოთა კავშირში.

მე ცივი ომის დროის ადამიანი ვარ. ცივი ომის დროს, შეგეძლოთ გეყიდათ გაზეთი „პრავდა“ შვეიცარიაში ან პარიზში, არცერთი ეს გამოცემა არ იყო აკრძალული. მაშინ რატომ ვართ დღეს შეშფოთებულები? ცივი ომის დროს, ჩვენ დიდი თავდაჯერება გვქონდა, გვჯეროდა, რომ ჩვენი სისტემა საუკეთესო იყო, რომ დემოკრატია, დასავლური სისტემა ერთ დღეს აუცილებლად გაიმარჯვებდა. როდესაც იწყებთ მედიის აკრძალვას, სანქციების დაწესებას, ნებისმიერი სახის ცენზურას, ეს ნიშნავს, რომ თავად გრძნობთ სისუსტეს“, - აღნიშნა ჟაკ ბომ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია