მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც
ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც

ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც

იმედი|imedinews.ge

როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.

მისივე თქმით, გასულ ნოემბერს, როდესაც კაია კალასს ჰკითხეს ევროკავშირის სტრატეგიაზე, კალასმა პასუხად განაცხადა, რომ პირველი მიზანი რუსეთის დასუსტება იყო, მეორე კი უკრაინის მხარდაჭერა. ჟაკ ბოს შეფასებით, ეს პრობლემის მართვის ეფექტური სტრატეგია არ არის და ნათლად აჩვენებს, რამდენად შეზღუდულია ევროკავშირის მიდგომა ამ ომში.

შვეიცარიელმა სამხედრო ანალიტიკოსმა კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მცდელობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპელებმა ყველა ამგვარი მცდელობა ჩაშალეს.

„ზელენსკის, როგორც ჩანს, სჯერა, რომ რასაც არ გააკეთებს, ევროკავშირი აუცილებლად მხარს დაუჭერს. უკრაინაში ჩემთვის ნაცნობი ადამიანებისგან განცდა ასეთია, რომ ისინი მშვიდობას ირჩევენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ სიტუაციაში კი ჩვენ ხშირად არ ვუსმენთ თავად უკრაინელებს, ვუსმენთ მხოლოდ ზელენსკის. მესმის, რომ ის სახელმწიფოს მეთაურია, აუცილებელია იმოქმედო არსებული ინსტიტუტების ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია ადამიანების მოსაზრებების გათვალისწინება.

თუ ევროპაში ცოტა მეტი სიბრძნე გვექნებოდა, მეტი თავშეკავება გვექნებოდა კონფლიქტთან მიმართებაში, ალბათ შევძლებდით ზელენსკის მხარდაჭერით რაიმე გამოსავლის ძიებას. პრობლემა ის არის, რომ ახლა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. პირიქით, ჩვენ ვუჭერთ მხარს ბრძოლას და ომს. ზელენსკიმ 2022 წელს სამჯერ სცადა კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარება. უკვე 2022 წლის 25 თებერვალს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთ დღეში მას დაუკავშირდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამშვიდობო კონფერენციის ორგანიზებისთვის. ეს იყო მხოლოდ პირველი მცდელობა.

საბოლოოდ, ეს მცდელობა გადაიქცა მოლაპარაკებების პირველ რაუნდად ბელარუსში, გომელში, რომელიც, სამწუხაროდ ჩაიშალა. შემდეგ, ზელენსკის მეორე მცდელობა 2022 წლის მარტში ჰქონდა, მაგრამ აქაც ევროპელები ჩაერივნენ და მოლაპარაკება ჩაიშალა. ფაქტია, რომ პირველი გომელის რაუნდის დროსაც სწორედ ევროპელები ეუბნებოდნენ ზელენსკის, რომ რუსებთან არ შეიძლებოდა საუბარი. დაჰპირდნენ 450 მილიონ ევროს ომისთვის. შემდეგ კი იყო მესამე მცდელობა 2022 წლის აგვისტოში. ეს გვიჩვენებს, რომ ევროპელებმა ჩაშალეს ყველა მცდელობა, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც“, - აღნიშნა ჟაკ ბომ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ

ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ

იმედი

მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას