ჟაკ ბო: ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ევროკავშირი საკუთარ სისუსტეს გრძნობს. ჩემი აზრით, ეს სანქციები უბრალოდ სუსტი გადაწყვეტილებებისა და სუსტი დიპლომატიური შესაძლებლობების გადაფარვის საშუალებაა

ჟაკ ბო: ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ევროკავშირი საკუთარ სისუსტეს გრძნობს. ჩემი აზრით, ეს სანქციები უბრალოდ სუსტი გადაწყვეტილებებისა და სუსტი დიპლომატიური შესაძლებლობების გადაფარვის საშუალებაა

იმედი|imedinews.ge

რამდენიმე წელი ვმუშაობდი გაეროში, მათ შორის გაეროს წესდების მეექვსე და მეშვიდე თავების საკითხებზე. მეშვიდე თავი ეხება სანქციებს, ემბარგოს ზომებს და მსგავს საკითხებს. მაგრამ საინტერესოა, რომ გაეროს წესდებაში სანქციები, მეშვიდე თავის ზომები, ანუ იძულებითი ზომები, როგორც გინდათ ისე დაარქვით, გამოიყენება მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი გზა უკვე წარუმატებელი აღმოჩნდა, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ.

გადაცემის წამყვანმა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა სტუმარს ამგვარი კითხვით მიმართა: „როგორ ფიქრობთ, რას ამბობს თქვენი სანქცირება სიტყვის თავისუფლებაზე ევროპაში, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები ხშირად ასწავლიან ჭკუას სხვა ქვეყნებს და დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებენ?“.

როგორც ჟაკ ბომ განმარტა, ეს ნიშნავს, რომ არსებითად სანქციები არის იმის მტკიცებულება, რომ მანამდე გაკეთებული ყველაფერი ჩავარდა.

„ამიტომ ეს არა წარმატების მტკიცებულება, არამედ წარუმატებლობის ნიშანია. ევროკავშირის შემთხვევაში, ვფიქრობ, საკმაოდ აშკარაა, რომ როცა ვსაუბრობთ კონფლიქტებზე და კონკრეტულად უკრაინის კონფლიქტს თუ ვიგულისხმებ, ვხედავთ, რომ ევროპულმა დიპლომატიამ ვერაფერი გააწყო. ევროკავშირმა, ზოგადად დიპლომატიური საქმიანობის თვალსაზრისით, ნამდვილად დაკარგა ნდობა. მე ექვსი წიგნი მაქვს დაწერილი უკრაინის კონფლიქტზე, ვიყავი უკრაინაში ნატოს მისიის ფარგლებში, რამდენიმე ვიზიტით. ასე რომ, სიტუაციას კარგად ვიცნობ. მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში დამიწესეს სანქციები. 2025 წელი სწორედ ის პერიოდია, როცა ევროკავშირში უკვე შეინიშნება განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეს კონფლიქტი.

ეს ნიშნავს, რომ ეს სანქციები სწორედ იმ მომენტს ემთხვევა როდესაც ევროკავშირი მართლაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რადგან არსებობს პრობლემა ბალკანეთში, უნგრეთთან, უკრაინიდან გაზის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე არსებობს 90 მილიარდი ევრო, რომელსაც ბრიუსელი უკრაინას დაჰპირდა. ვხედავთ, რომ ევროკავშირის შიგნით არის ბევრი ადამიანი, მათ შორის ბელგიის პრემიერმინისტრიც, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ ფიქრი უნდა დაიწყოს. ეს დასტურია, რომ არსებობს განსხვავებული აზრი. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ევროკავშირი საკუთარ სისუსტეს გრძნობს. ჩემი აზრით, ეს სანქციები უბრალოდ სუსტი გადაწყვეტილებებისა და სუსტი დიპლომატიური შესაძლებლობების გადაფარვის საშუალებაა“, - აღნიშნა ჟაკ ბომ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია