მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შვეიცარიელი სამხედრო ანალიტიკოსი ევროკავშირის მიერ მის დასანქცირებაზე: ყველაფერი ეფუძნება იმას, რაც ინტერნეტში იპოვეს. არ არსებობს არც ერთი ჩემი პირდაპირი ციტატა. ყველა ბრალდება აგებულია ჭორებზე - ეს ძალიან საშიში ტენდენციაა
შვეიცარიელი სამხედრო ანალიტიკოსი ევროკავშირის მიერ მის დასანქცირებაზე: ყველაფერი ეფუძნება იმას, რაც ინტერნეტში იპოვეს. არ არსებობს არც ერთი ჩემი პირდაპირი ციტატა. ყველა ბრალდება აგებულია ჭორებზე - ეს ძალიან საშიში ტენდენციაა

შვეიცარიელი სამხედრო ანალიტიკოსი ევროკავშირის მიერ მის დასანქცირებაზე: ყველაფერი ეფუძნება იმას, რაც ინტერნეტში იპოვეს. არ არსებობს არც ერთი ჩემი პირდაპირი ციტატა. ყველა ბრალდება აგებულია ჭორებზე - ეს ძალიან საშიში ტენდენციაა

იმედი|imedinews.ge

გადაცემაში „თბილისის დროით“ გადაცემის თანაწამყვანმა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა და გადაცემის სტუმარმა - შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.

„სანამ დავიწყებთ გადაცემას, ნება მომეცით, პირველ რიგში გამოვხატო ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. ძალიან დავმწუხრდი, როდესაც გავიგე სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ, თქვენს გვერდით მიგულეთ ამ ძალიან, ძალიან მძიმე დროს. პატრიარქს ჩემს ლოცვებში მოვიხსენიებ“, - თქვა იან პრაუდმა.

ქართველ ხალხს სამძიმარი ჟაკ ბომაც გამოუცხადა: „ნება მომეცით მეც შევუერთდე და გამოვხატო ჩემი სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ. თქვენ დაკარგეთ პატრიარქი, დიდი ადამიანი. ძალიან დამწუხრებული ვარ“.

იან პრაუდმა შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილ პოლკოვნიკს ევროკავშირის მიერ მისი დასანქცირების შესახებ დაუსვა კითხვა. პასუხად ჟაკ ბომ აღნიშნა, რომ ეს სანქციები უკანონო ზომაა.

„პირველ რიგში, განვმარტავ, რა არის სანქციები. ძირითადად, ეს არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ეს არის პოლიტიკური ზომა და არა სამართლებრივი. მე არ დამირღვევია არც ერთი კანონი. არ ვყოფილვარ სასამართლოში, არავინ გამასამართლა. ამავე დროს არ მქონია შესაძლებლობა თავი დამეცვა. არ მქონია შესაძლებლობა წარმომედგინა ჩემი საქმე. ამ თვალსაზრისით, ეს სანქციები უკანონო ზომაა. სანქციების შედეგი არის ის, რომ მე არ მაქვს უფლება ვიმოგზაურო ევროკავშირის ფარგლებში, ამჟამად ვცხოვრობ ბრიუსელში, ევროკავშირის გულში, მაგრამ ჩემს ქვეყანაშიც კი ვერ ვბრუნდები. ჩემი ყველა აქტივი, ჩემი საბანკო ანგარიში გაყინულია.

ახლახან ჩემთვის დაუშვეს ეგრეთწოდებული ჰუმანიტარული გამონაკლისი, რომელიც მაძლევს, საშუალებას ვიყიდო საკვები. სანქციები დამიწესეს დეკემბრის შუა რიცხვებში, გასულ კვირამდე კი მე ვერაფერს ვყიდულობდი, საკვებსაც კი. სხვებს არ ჰქონდათ უფლება მოეწოდებინათ ჩემთვის რაიმე რესურსი. ზოგი ადამიანი ფარულად მაწვდიდა საკვებს და მოდიოდნენ ჩემს სახლში ამ სამი თვის განმავლობაში. მე, ვარსებობდი მეგობრებისა და მეზობლების თანაგრძნობისა და გულუხვობის წყალობით. მე შვეიცარიის მოქალაქე ვარ, შვეიცარიას ეს სანქციები კი არ დაუწესებია ჩემთვის, თუმცა შვეიცარიულმა ბანკმა, რადგან ევროკავშირის ეშინოდა, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ჩემი საბანკო ანგარიშის გაყინვა“, - განაცხადა ჟაკ ბომ.

კონკრეტულად სანქციების მიზეზებთან დაკავშირებით კი სამხედრო ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ მას ბრალი რუსული პროპაგანდის გამტარობაში დასდეს.

„ოფიციალურად, მე ბრალი დამდეს, რომ ვიყავი რუსული პროპაგანდის გამტარი და ხელს ვუწყობდი რუსულ დეზინფორმაციულ ოპერაციებს. ბრალდება არ შეიცავს არც ერთ ინფორმაციას, ვთქვათ, სადაზვერვო წყაროებიდან ან მსგავსიდან. ყველაფერი ეფუძნება იმას, რაც ინტერნეტში იპოვეს. არ არსებობს არც ერთი ჩემი პირდაპირი ციტატა. ყველა ბრალდება აგებულია ჭორებზე, თქმულებებზე და მესამე პირების შთაბეჭდილებებზე. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და სინამდვილეში სწორედ ამიტომ გახდა ჩემი საქმე ასეთი ცნობილი, რადგან ყოველგვარი დასაბუთებული ბრალდების გარეშე, ფაქტობრივად ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მე დამსაჯეს“, - განაცხადა შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა.

მისი შეფასებით, ევროკავშირი ამგვარად ჰუმანიტარულ კანონებს არღვევს.

„ამ თვალსაზრისით, ევროკავშირი რეალურად არღვევს ჰუმანიტარულ და საბაზისო კანონებს, რომლებიც არსებობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის თავად ევროკავშირის მიერ მიღებულიც და ეხება ადამიანის უფლებებს, სამართლებრივი პროცესის უფლებას, პროცესში ადვოკატის ყოლის უფლებას და სხვა მსგავს საკითხებს.ეს მოცემულობა ჩემი იურისტებისთვის საქმეს ამარტივებს თუმცა ამასობაში ეს ჩემს ცხოვრებას ართულებს.

მე შვეიცარიელი ვარ. ნეიტრალიტეტი ჩემს კულტურის ნაწილია. ჩემი როგორც დაზვერვის ანალიტიკოსის, ამოცანაა, მაქსიმალურად ზუსტი სურათის წარმოდგენა მიუხედავად იმისა, ვინ მოგწონს ან არ მოგწონს“, - აღნიშნა ჟაკ ბომ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს

რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს

იმედი

ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს

ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის

იმედი

ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

იმედი