
არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატი პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ- ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია. ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული, უნდა იყოს ხელშესახები, უნდა დავივიწყოთ რაც გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ და „დიფ სთეითის“ ჩანერგილმა პირებმა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს ურთიერთობები, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც საქართველოს, აშშ-ის ინტერესები“, - აღნიშნა გორდულაძემ.
პრემიერი: პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან - ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას
იმედი
წყარო: imedinews.ge