
ლევან მახაშვილი „ფარაზე“: ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა
ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა ე.წ. „ფარას“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე „ენჯეომ“ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.
მახაშვილის შეფასებით, კარგია, რომ „ფარას“ თემაც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა და კარგი იქნება, თუ ამ კანონთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებს პასუხი სამართლებრივად გაეცემა. მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხის განხილვა რაც შეიძლება მალე დასრულდება.
„ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა. მოვლენებს წინასწარ არ გავუსწრებ. სახელმწიფოს მხრიდან თუ რამე კითხვებზე პასუხი იქნება გადასაცემი, ჩვენ ამას გავაკეთებთ. დაველოდებით საბოლოო განხილვას. ალბათ, სულ მცირე, წლის ბოლომდე აღნიშნულ თემაზე პასუხს არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა მახაშვილმა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ დღეს განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს.
იმედი
წყარო: imedinews.ge