
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, Global Terrorism Index-ში საქართველოს შედეგი ხელისუფლების უსაფრთხოების პოლიტიკისა და სუსის პროფესიონალიზმის შედეგია
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი შეაფასა, რომელშიც საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნებს შორის მოხვდა. ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ასეთი შედეგი მთავრობის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია.
„რა თქმა უნდა, ეს იმის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით ახორციელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისა და სტანდარტით ასრულებს თავის მოვალეობას. საერთოდ, აღსანიშნავია არა მარტო ტერორიზმში, ასევე დანაშაულთა მიმართებაში, ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ფაქტორი დანაშაულის პრევენცია გახლავთ. ეს სამსახურები სწორედ ამას აკეთებენ თავიანთი ყოველდღიური მუშაობით. რა თქმა უნდა, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ისე მის გაზიარებას როგორც სტრატეგიულ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლაც რომ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით მუშაობს“, - აცხადებს ტაბატაძე.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ის მიხედვით, საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.
იმედი
წყარო: imedinews.ge