რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები

რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები

იმედი|imedinews.ge

„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის თქმით, გაზიარებული რეკომენდაციების მაჩვენებელი ყოველწლიურად საკმაოდ მაღალია.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არის ის პლატფორმა საქართველოს პარლამენტში, რომელიც განიხილავს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს. ჩვენ ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები რატომ ვიზიარებთ ან ვთვლით, რომ ეს რეკომენდაციები არ არის შესაბამისი, ამიტომ არ ხდება მისი გაზიარება. ყველაზე მთავარი რაც არის და ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა სწორედაც, რომ ჩვენ გვახსოვს ისეთი წლები, როდესაც სახალხო დამცველის ანგარიშები იყო მხოლოდ ანგარიში ანგარიშისთვის და ხელისუფლება არანაირ ვალდებულებას არ იღებდა ამ ანგარიშების განხორციელება არ განხორციელებაზე. ფაქტობრივად, ყველა ანგარიში მხოლოდ თაროებზე იდებოდა ან უჯრებში იკეტებოდა მაშინ.

ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის ის რეკომენდაციები, რომლის გაზიარებაც ხდება, უკვე საქართველოს პარლამენტს წარედგინება როგორც დადგენილების პროექტი და როგორც დადგენილებას ეყრება კენჭი. მას შემდეგ, რაც უკვე დადგენილების სახე ეძლევა მას, ის უკვე ხდება არა სახალხო დამცველის ანგარიში, არამედ საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის აღსრულებას და ზედამხედველობას უკვე საქართველოს პარლამენტი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განახორციელებს.

გაზიარებული რეკომენდაციების მაჩვენებელი ყოველწლიურად საკმაოდ მაღალია. ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ევროპული სტანდარტები. რაც მთავარია, ეს პროცესი იქნება საჯარო, ჩვენს საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი როგორც საკომიტეტო სხდომებს, ასევე პლენარულ სესიაზე გატანას აღნიშნული ანგარიშისას“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია