„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

იმედი|imedinews.ge

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.

ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია