
ნინო ფოჩხუა: მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება
მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, პროცესი, რაც ახლა მიდის 1 წელია გრძელდება, მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში.
„ჩემმა მეგობრებმა ყველამ იცის, რომ ჩემთან სახლში ცხოვრობს ქუჩიდან აყვანილი სამი მეტისი და ამათ აგორებულ ტყუილს ვერ გავატარებდი. პირადად მაქვს სახელმწიფოსგან მიღებული სხვადასხვა სერვისი, სტერილიზაცია, დაჩიპვა, აცრა და ა.შ. აღფრთოვანებული ვიყავი მუნიციპალური თავშესაფარის მუშაობით.
მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა.
ყველაფრის კადრება არ შეიძლება - ასევე არ შეიძლება ყველაფრის დაჯერება. ვინც ჩართული ხართ ამ აღმაშფოთებელ, ტყუილ კამპანიაში, დროზე გამოფდიზლდით! პროცესი, რაც ახლა მიდის 1 წელია გრძელდება, მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება!“, - წერს ფოჩხუა.
იმედი
წყარო: imedinews.ge