მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
კახა კალაძე: წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები

კახა კალაძე: წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები

იმედი|imedinews.ge

საპატრიარქოს მისამართით წლებია მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებია, რასაც გარედან აფინანსებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

თბილისის მერის თქმით, წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, რადგან ამ პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს.

„საპატრიარქოს შესახებ მსგავსი განცხადებების გაკეთება გუშინ არ დაწყებულა. ეს არის ეკლესიის და საპატრიარქოს მისამართით მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი არის გარედან დაფინანსებული, გარედან გაცემული დავალებების შესაბამისად. წლების განმავლობაში იყვნენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გარედან ჰქონდათ მიღებული დავალება, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინათ. ძალიან სამწუხაროა ეს, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი გავლენით და მითითებით მოქმედებენ და რა ინტერესები აქვთ.

დღეს, ეკლესია არის ძალიან ძლიერი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს საპატრიარქოს. წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. რა თქმა უნდა, მე მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას მივესალმები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

იმედი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე  ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა

იმედი

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

იმედი

ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

იმედი