არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

იმედი|imedinews.ge

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

„წლებია საქართველოში ვხედავთ დემოკრატიის უკუსვლას, ადამიანის უფლებების დარღვევას, დამოუკიდებელი ინსტიტუტების როლის გაქრობას. ამ წუთას, 120 პოლიტპატიმარი გვყავს საქართველოში. ქალი აქტივისტები და პოლიტიკოსები დამამცირებელი მოპყრობის სამიზნეები არიან. ამის მკაფიო მაგალითია ელენე ხოშტარია. იგი პოლიტიკოსია და ოთხი შვილის დედა. ის დააპატიმრეს და არაადამიანურად მოეპყრნენ. ე.წ. უცხოური აგენტებისა და გრანტების კანონების მეშვეობით მთავრობა ცდილობს დაფინანსება შეუწყვიტოს „ენჯეოებსა“ და სამოქალაქო საზოგადოებას. მოახდინოს ამ ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების სტიგმატიზაცია“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

გიორგი რუხაძის თქმით კი, საქართველო დღეს წარმოადგენს დატყვევებულ სახელმწიფოს.

„ის აღარც დემოკრატიაა, აღარც ნახევრად დემოკრატია და საერთოდ დაშორდა დემოკრატიას. გვჭირდება საერთაშორისო დახმარება. უნდა მოქმედებდეს მიზანმიმართული სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ სისტემას მართავს და მხარს უჭერს. მეორე, საჭიროა ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა პირდაპირ დაუჭირონ მხარი დემოკრატიულ ძალებს საქართველოში. საერთაშორისო საზოგადოებას უნდა შეეძლოს მოქმედება გადამჭრელად, კრეატიულად და ზოგჯერ არატრადიციული მეთოდებითაც, რომ ამ ძალებს მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია