მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

იმედი|imedinews.ge

ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, იმ ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ცხოველს კი არა პირდაპირ ადამიანებს ხოცავდნენ ქუჩაში ახლა ჰუმანისტის მანტია აქვთ მორგებული.

„ხელისუფლების წარმომადგენელი, 2012 წლამდე რომ მართავდა ქვეყანას, მაგალითად, უგულავას პოსტი გამახსენდა, ახლა მას ჰუმანისტის მანტია აქვს მორგებული. უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ და ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ. დღეს ამ სადისტური რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობენ დეზინფორმაციული კამპანიიდან გამომდინარე, ჩირქი მოსცხონ მთელ ამ პროცესს და გამოიყენონ საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის. იცის საზოგადოებამ რა პროცესსაც აქვს ადგილი, მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ, სააგენტომაც გააკეთა კონკრეტული განმარტებები ჰიპერპოპულაციის მართვის პროცესში გარკვეული გამოწვევების ფონზე. თქვენ კარგად იცით ქართველ ხალხს როგორი ემოციური დამოკიდებულება აქვს ცხოველების მიმართ, ძაღლების მიმართ განსაკუთრებით, მათ შორის პირადად მეც. ამიტომ ფიქრობენ ეს ამორალური რადიკალები, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”. „მიუსაფარ ძაღლებთან ბრძოლის ერთად ერთი მიზეზი - შეხედეთ ყველა მიტინგს, საპროტესტო აქციას! არასდროს ძაღლები არ არიან "ძაღლების" მხარეს. მეტიც უკრაინის ბრძოლის კადრები რომ ნახოთ, ათასი უბედურებაა იქ, მაგრამ არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ. პ.ს. ზოგჯერ ჭკუის შეშლამდე ბანალურია ალოგიკური გადაწყვეტილებების მოტივაცია“, - დაწერა უგულავამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

იმედი

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

იმედი

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

იმედი