
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
დავით მათიკაშვილმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში გამოსვლა შეაფასა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანები ამომრჩევლებს მათთვის ხმის მიცემის სისწორეში დაარწმუნებენ და სწორედ ეს განაპირობებს მათ ვიზიტებს საზღვარგარეთ და იქიდან სასიცოცხლო ძალების მიღებას.
„ცარიელ დარბაზებში ანტიქართული მოხსენებები არაერთგზის გვინახავს, იქნება ეს ჰელსინკის კომისია თუ ევროპარლამენტი. აი, კიდევ ერთი მაგალითი - როგორ გამოცხადდნენ ნიდერლანდებში შულავერის კომიტეტის გასვლით სხდომაზე მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და როგორ ცდილობენ საკუთარ ქვეყანაზე „დანოსები“ ატარონ აქეთ-იქით, ჩირქი მოსცხონ და ა.შ.
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოვიდნენ. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge