სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. გაიმართა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდა. მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, ქვეყნებს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.

„გაიმართა მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე სლოვაკეთის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერა დააფიქსირა“, - განაცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია