პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე

პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე

იმედი|imedinews.ge

თვითონაც თქვით, რომ შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა ამაზეც იყო საუბარი და შეგიძლიათ ჰკითხოთ საგარეო უწყებას, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე - რა არის ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია?

მისივე თქმით, საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ.

„გასაგებია, რომ არის ამისი სურვილი, თუ ამოცანაც, გასაგებია აშშ-ირანის დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველასადმი მექნებოდა მოწოდება, რომ საქართველოში ყოფნა არ იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ. საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა ყველასთვის ცხადია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციაში საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს ყველა ეს პროცესი და შესაბამისი ინსტრუმენტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით, ხედავთ, რომ ამას ვაღწევთ და დღეს ვართ წარმატებული ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. საუბარი [სამინისტროში] მისვლის გარეშეც არის ხოლმე. ფორმას, ურთიერთობას, დისკუსიას განსაზღვრავს საგარეო უწყება იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც არის. ევროკავშირთან და ზოგიერთ ქვეყანასთან ბევრი საუბარი გვქონდა, სანამ მაგალითად საჭირო გახდებოდა გერმანიის ელჩის დაბარება. ჩვენთვის მთავარია მიზანი, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია