სეფაშვილი: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა, ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც აგებულია ტყუილზე - საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ტყუილზეა აგებული.

„მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი ეს აჟიოტაჟი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა და ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც თავიდან ბოლომდე აგებულია ტყუილზე, რომელიც ძალიან მალევე გამოაშკარავდა. რა თქმა უნდა, საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია, შესაბამისი კანონმდებლობა მოქმედებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია