მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი
პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი

პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი

იმედი|imedinews.ge

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე და ამერიკულ ინვესტიციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

„სამწუხაროდ, ვერ გავუღვივეთ ვერანაირად ინტერესი ამერიკელ ინვესტორებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ დაუკლია მცდელობა, რომ დაეინტერესებინა არამხოლოდ ეკონომიკური ინვესტორები, არამედ აშშ-ის ხელისუფლება, რომ წაეხალისებინა საკუთარი ბიზნესსექტორი, რათა ჰქონოდა ინტერესი ინვესტიცია ჩაედო ანაკლიის პორტში. ეს არ იყო ერთადერთი პროექტი, სადაც საქართველოს ხელისუფლება აშშ-დან ინვესტორებს სთავაზობდა, რომ ინვესტიცია ჩაედოთ, მაგრამ სამწუხაროდ, დაინტერესება მაღალი არ იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მას ასევე კითხვა დაუსვეს კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებითაც. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი ეს დღეები არ ჩანს, მედიას კი აინტერესებს ამ საუბრის დეტალები, მათ შორის ის, მიიღო თუ არა რუბიოს მხრიდან დაპირება აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით

„მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტიც და პარლამენტის თავმჯდომარეც. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც მგონი მედიასთან უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვს, მაგრამ არ მეგულება დედამიწის ზურგზე არცერთი ხელისუფლება, სადაც პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ასე ხშირად არის მედიასთან კავშირში. ეს არ არის მხოლოდ ფორმალური ინტერვიუები, ფაქტობრივად Hard talk-ის რეჟიმში ვართ ხოლმე ჟურნალისტებთან. არ არსებობს კითხვა, რომელიც არ შეგიძლიათ რომ დასვათ, ასე რომ მერწმუნეთ, რომ მასთანაც გექნებათ შესაძლებლობა, ეს კითხვები დასვათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

იმედი

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

იმედი