შალვა პაპუაშვილი: მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს

შალვა პაპუაშვილი: მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს

იმედი|imedinews.ge

მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღებში კორუფციის თემა უკვე მეორედ გაისმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, უნდა გაჩნდეს თუ არა კითხვები კახა კალაძის პასუხისმგებლობის მიმართ, რადგან შეუძლებელია თბილისის მერმა არ იცოდეს მის დაქვემდებარებულ ორგანოში კორუფციული ფაქტების შესახებ.

„ამ ლოგიკით, ნებისმიერ კორუფციულ ფაქტზე შეგიძლიათ მთავრობის პასუხისმგებლობა დააყენოთ. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება ყოველ მეორე კვირას უნდა გადადგეს მაშინ, რადგან კორუფციის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში რაღაც სიხშირით გამოაშკარავდება ხოლმე. იმისთვის არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული სასჯელი ამისთვის, რომ ასეთი დანაშაულები ხდება. ერთი რამ არის ცხადი და მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს. ამის მიზანია ის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააცხადა მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს, რომ ნებისმიერი კორუფციული გადაცდომა გამოვლინდეს, დაისაჯოს და კორუფციის სიმცირის მხრივ 2030 წელს საქართველო იყოს სამეულში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია