
შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის, რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს
მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უდოს კომისიის მიერ მზია ამაღლობელის შეწყალებასთან დაკავშირებულ უარზე.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი ბრიუსელმა თავისი დუმილით წაახალისა, რომელმაც არ დაგმო ძალადობა.
„იმის გამო, რომ ვიღაც უცხოელს აქვს მის მიმართ სიმპათია, მოეპყრონ სხვანაირად და პატიმრებს, რომელთა მიმართაც არ იჩენენ სიმპათიას უცხოელები, სხვანაირად მოეპყრონ, ეს დისკრიმინაცია იქნებოდა. სავარაუდოდ, ამ მოტივითაც იხელმძღვანელა კომისიამ.
მზია ამაღლობელს რაც შეეხება, ის გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. ბრიუსელი და უცხოელები არიან ამაში დამნაშავე. ვინაიდან მათ, მათ შორის ჩემი მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ევროკავშირის ელჩისთვის არაერთი წერილი მაქვს ამაზე მიწერილი, რომ ნუ ახდენენ ძალადობის ნორმალიზებას და ძალადობის, როგორც პოლიტიკური იარაღის ნორმალიზებას.
დღემდე ბრიუსელს, ბრიუსელში ვგულისხმობ ამ შემთხვევაში კოლექტიურად ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლებს, არც ერთი განცხადება არ აქვს გაკეთებული. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის, რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი და დამსახურება, რომ საკუთარი სიჩუმით ასე წაახალისეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge