
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი
ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.
მისივე თქმით, თითოეულ მორწმუნეს სათითაოდ ბოდიში აქვს მოსახდელი, რომ ვერ დაიცვეს პატრიარქი და საპატრიარქო მაშინ, როდესაც ბინძურ შეურაცხყოფებს აყენებდნენ წინა ხელისუფლების პირობებში.
„დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად არის ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული. არავის დავიწყებია როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. რამდენიმე ვიდეოც გავრცელდა თავად პატრიარქის, რომ საუბრობს მასთან დაპირისპირებაზე, ბრძოლაზე და იმაზე, მაშინდელ ძალებსა და ხელისუფლებას როგორ უნდოდათ დაკნინება ჩვენი სამოციქულო ეკლესიის, საპატრიარქოსი. საპატრიარქოს სათავეში როდესაც ჩვენი უწმინდესია, ვერავინ იტყვის იმას, რომ მე პატრიარქს არ ვებრძოდი, ვებრძოდი საპატრიარქოსო. ეს ძალები, რომლებიც ახლა გაერთიანებულები არიან, ისინი აკეთებდნენ ამას. რატომ აკეთებდნენ ამას? ხედავდნენ რაც გამოჩნდა ამ დაკრძალვის დროს. ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიის, სარწმუნოების. მაშინაც ასე იყო, ვერაფრით აკნინებდნენ ჩვენი პატრიარქის და საპატრიარქოს ავტორიტეტს, დაახლოებით 90%-ზე ზემოთ იყო ყოველთვის. ეს იყო მათი მიზანი, რომ როგორმე დაეზიანებინათ ეს მაღალი ნიშნული. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხერხით. თითოეულ ჩვენგანს სათითაოდ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, რომ ვერ ვიცავდით ასეთ დროს ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს. ისეთ ბინძურ შეურაცხყოფებს აყენებდნენ ეს ადამიანები და მათი პარტნიორები“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge