
პრეზიდენტი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ამ ადამიანების სისხლზე. ესენი ბედავენ აქციაზე საუბარს?!
ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმული ადამიანები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ და სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისთან დაკავშირებით საუბარს, რაღაც მასშტაბურ აქციაზე?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას.
მისი თქმით, პატრიარქის პანაშვიდებზე გამოჩნდა თუ როგორი ერთობა აქვს ქართველ ერს და რის გარშემო ერთიანდება - ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება.
პრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ამიტომ ქართული საზოგადოება არ მისცემს უფლებას „ნაცმოძრაობას“ დააზიანოს ქვეყანა.
„დავინახეთ ყველამ ერთად, სად უნდა იდგეს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყანა გვინდა, რომ ავაშენოთ. ეს გამოჩნდა ამ დღეებშიც. აქ არ იყო პოლიტიკური ნიშნით განსხვავებულობა. აქ იყო საკითხი ეროვნული ნიშნით, რომ ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, ჩვენს რწმენას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს. ეს იყო გამოხატული ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მიერ და სწორედ მის გარშემო, ამ ღირებულებების გარშემო ვიბრძვით პოლიტიკურ ველზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge