ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე

ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე

იმედი|imedinews.ge

სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით კანონმდებლობა მიიღო, რომელიც აბსოლუტურად გამართულია.

„სახელმწიფომ ამ მიმართულებით მიიღო კანონმდებლობა, რომელიც გამართულია და გათვალისწინებულია ყველა ის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში არსებობს. არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული სენსიტიური დამოკიდებულება აქვთ ძაღლთა მდგომარეობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ეს ერთგვარი მახინჯი პოლიტიკური შემოჭრა ველზე, სენსაციის მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადებაც კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ არა ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემაზე იყოს საუბარი, ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე",- აღნიშა ქადაგიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია