
ირანის ელჩისთვის „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა განხილვის საგანია სოციალურ ქსელში - მას საქართველოს წინააღმდეგ მტრობას უწოდებენ
ირანის ელჩისთვის „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა განხილვის საგანია სოციალურ ქსელში და მას საქართველოს წინააღმდეგ მტრობას უწოდებენ. ჟურნალისტი ელჩს ეკითხება, რა პოზიცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა.
„გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს აეროპორტში, თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვების შესახებ. მაგალითად, ეს ცნობა თქვენთვის რას ნიშნავს, რას ავლენს, რას გეუბნებათ, იწვევს თუ არა შეშფოთებას? და როცა საუბრობთ კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიის გამოყენებაზე ამერიკის სასარგებლოდ ირანის წინააღმდეგ, ასეთ შემთხვევებს გულისხმობთ?“ - მიმართავს ირანის ელჩს „ფორმულას“ ჟურნალისტი.
„ჩვენ ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ამერიკის მოქმედებებს რეგიონის მასშტაბით და ჩვენი რაკეტების რადიუსის მიხედვით“, - განაცხადა ელჩმა პასუხად.
იმედი
წყარო: imedinews.ge