მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

იმედი|imedinews.ge

პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს სკოლის მოსწავლეები რეგულარულად სტუმრობენ. ამჯერად, აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თბილისის კერძო სკოლების - „ოპიზა“, „სხივი“ და „ნინო“ მოსწავლეებს უმასპინძლეს. სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადასაც.

მოსწავლეებმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, მემორიალთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც, ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს, ასევე ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებს დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმაც უმასპინძლეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედროების საქმიანობასა და დღის წესრიგს გაეცნენ.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.

ინფორმაციას თავდდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯიმ ფერგიუსონი: აშშ-ის კანონმდებლები ღიად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას

ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯიმ ფერგიუსონი: აშშ-ის კანონმდებლები ღიად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას

იმედი

ყვარელში მიუსაფარ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი სხვა ვეტერინარული მანიპულაციების ჩასატარებლად, მიმკედლებლებთან კოორდინაციით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს

ყვარელში მიუსაფარ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი სხვა ვეტერინარული მანიპულაციების ჩასატარებლად, მიმკედლებლებთან კოორდინაციით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს

იმედი

გიორგი გაბუნია: კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი ანრი მეტრეველი: გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ათივე რეგიონი შემოვიაროთ, შევაჯამოთ და აღმოვფხვრათ პრობლემები და დავეხმაროთ მათ