გურამ მაჭარაშვილი ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: „ნაცმოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც აგებული იყო ტყუილზე

გურამ მაჭარაშვილი ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: „ნაცმოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც აგებული იყო ტყუილზე

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალურ მოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებული იყო ტყუილზე, დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟზე.

მაჭარაშვილის თქმით, ეს ადამიანები ეძებენ ყურადღების ცენტრში დარჩენის მიზეზებსა და საბაბს.

„ნაციონალურ მოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებული იყო ტყუილზე, დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე. ამ საკითხებს შორისაა მიუსაფარ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის თემა. დეზინფორმაციული კამპანიის დაწყებისთანავე ადგილზე ჩავიდა სურსათის უვნებლობის სააგენტო. სპეციალისტებმა დაათვალიერეს ტერიტორია და დადასტურდა რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომელსაც არასამთავრობოები და რადიკალების სხვა ჯგუფები ავრცელებდნენ. ზოგადად ეს ხალხი ხვდება იმას, რომ მათი დრო დასრულებულია. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები ეძებენ ყურადღების ცენტრში დარჩენის მიზეზებსა და საბაბს", - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია