ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში

ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში

იმედი|imedinews.ge

დღეს, ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე და საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე ესწრებოდნენ.

„დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, რომელმაც ნინი მამარდაშვილი შრომის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის ნათელ მაგალითად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება და მიღწევები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა.

ზამურ ჭითანავამ და ფედერაციის პრეზიდენტმა ნინი მამარდაშვილის ოჯახს ნინი მამარდაშვილის სახელობის თასი, მედალი და სიგელი გადასცეს.

ორდღიან ტურნირში საქართველოს მასშტაბით მოქმედი კარატის კლუბები მონაწილეობენ. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები საქართველოს სპორტის სამინისტრო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია