ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც ასე ამბობდნენ „რუსული სპეცოპერაცია“

ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც ასე ამბობდნენ „რუსული სპეცოპერაცია“

იმედი|imedinews.ge

{პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ} ეცადნენ, რომ როგორმე გამოესწორებინათ ის თავისი უბინძურესი საქციელი, რაც წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალებზე საუბრისას.

მან რადიკალებისა და მათი მედიასაშუალებების მიერ ეკლესიის მისამართით გაკეთებული განცხადებები გაიხსენა. კერძოდ, მისივე თქმით, მეუფე შიოს წინააღმდეგ ოპოზიციური მედიის მიერ უბინძურესი კამპანია წლების წინ დაიწყო.

„ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც {ასევე ამბობდნენ} რაღაც „რუსული მოღვაწეობა“, „რუსული სპეცოპერაცია“. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გადიოდა „ტვ პირველზეც“, „ფორმულაზეც“, ნიკა გვარამიათი დაწყებული მათი დანარჩენი რადიკალებით გაგრძელებული, აბსოლუტურად ყველა, ერთ ხმაში ანალოგიურს საუბრობდნენ. შემდეგ, როდესაც პატრიარქი გადაიცვალა, ეს ფარისევლები რაღაც პოსტებით გამოეხმაურნენ, თითქოს ძალიან გული დასწყდათ.

ყველას აბსოლუტურად ყველაფერი კარგად ახსოვს და მეხსიერებიდან არაფერი იშლება. ეცადნენ, რომ როგორმე გამოესწორებინათ ის თავისი უბინძურესი საქციელი, რაც წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და თავის ამ ბინძურ წარსულს ვერავინ ჩამოირეცხავს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია